Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება


უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება - კენჭისყრა, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, არ მოიტანს რეალურ ცვლილებებს. 150 ადგილისგან შემდგარი ქვედა პალატის ასარჩევად რეგისტრაცია გავლილი აქვს 20 მილიონზე მეტ მოქალაქეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, მირზა-ულუგბეკ აბდუსალამოვის განცხადებით, უზრუნველყოფილია პირობები „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ... რომელიც დააკმაყოფილებს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.“ არჩევნებში მონაწილეობს ოთხი პარტია - ლიბერალ-დემოკრატიული, სახალხო დემოკრატიული, სოციალ-დემოკრატიული და ეროვნული აღორძინების დემოკრატიული პარტიები - და ოთხივე მხარს უჭერს პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის პოლიტიკას. ბოლო წლებში ქარიმოვმა პარლამენტს გარკვეული უფლებამოსილებები გადასცა - მათ შორის მთავრობის დამტკიცებაზე უარის თქმის და ყველაზე მეტი მანდატის მქონე პარტიისთვის პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლებები.

XS
SM
MD
LG