Accessibility links

logo-print

უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება ოპოზიციური პარტიების გარეშე


უზბეკეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომლის ფონია უზბეკეთის შევიწროებული და დიდწილად უცხოეთში გაძევებული ოპოზიციის მხრიდან მოწოდებები ბოიკოტის თაობაზე. არჩევნებში მონაწილე ოთხივე პარტია მხარს უჭერს პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის პოლიტიკას. კენჭისყრაზე ეუთომ დამკვირვებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი მიავლინა და ამის მიზეზად დაასახელა არჩევნებზე „შეზღუდული კონკურენცია.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მირზა-ულუგბეკ აბდუსალამოვმა საარჩევნო უბნების გახსნიდან შვიდ საათში თქვა, რომ ამომრჩევლის აქტივობამ 51 პროცენტს მიაღწია და არჩევნები შემდგარად გამოაცხადა. 150 ადგილისგან შემდგარ ქვედა პალატაში 135 დეპუტატის ასარჩევად რეგისტრაცია გავლილი აქვს 20 მილიონზე მეტ მოქალაქეს. დარჩენილი 15 ადგილი ავტომატურად ეკუთვნის მთავრობის მომხრე ეკოლოგიურ მოძრაობას. არჩევნებში მონაწილეობს ოთხი პარტია - ლიბერალ-დემოკრატიული, სახალხო დემოკრატიული, სოციალ-დემოკრატიული და ეროვნული აღორძინების დემოკრატიული პარტიები.

XS
SM
MD
LG