Accessibility links

logo-print

"მაესტრო" არხის სრულ რეორგანიზაციას იწყებს


ტელეკომპანია "მაესტროს" დირექციამ დაადასტურა, რომ არხი დატოვეს დირექტორის მოადგილემ და პროგრამა "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ჟურნალისტების და პროდიუსერების ნაწილმა. „შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "მაესტროს" დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს არხის სრული რეორგანიზაცია, რომელიც ისედაც იგეგმებოდა“, - ნათქვამია ტელეკომპანიის დირექციის განცხადებაში. არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ადასტურებს, რომ პრიორიტეტად რჩება "ახალი ამბები", რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ განახლებული ფორმატითა და ბადით დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს.

XS
SM
MD
LG