Accessibility links

დღეს გაიმართა პრეზიდენტისა და „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების შეხვედრა


ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე პრეზიდენტის სასახლეში მსჯელობენ გიორგი მარგველაშვილი და პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები. შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი. შეხვედრას ესწრებიან უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები. პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის გამო პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ ახალი ინიციატივები აქვს, რომლებსაც გიორგი მარგველაშვილს გააცნობენ. ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შეხვდება ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც. ამავე საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირაში გამართა შეხვედრა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

XS
SM
MD
LG