Accessibility links

logo-print

ნაზარბაევი გამოთქვამს უკრაინის კრიზისში შუამავლობისათვის მზადყოფნას


ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გამოთქვამს მზადყოფნას, იშუამავლოს აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარების ხელშესაწყობად. ნაზარბაევის განცხადებით, რომელიც მან ასტანაში 21 დეკემბერს გააკეთა, კიევში გამგზავრებამდე, მას სამშვიდობო შუამავლის როლის შესრულება შეუძლია, რადგან ყაზახეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან. მოსკოვს ბრალად სდებენ აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის გაღვივებაში, სეპარატისტების იარაღითა და ცოცხალი ძალით მხარდაჭერის გზით. რუსეთი უარყოფს ამ ბრალდებას. 22 იანვარს ნაზარბაევი კიევში ხვდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. 21 დეკემბერს პოროშენკო ასევე კიევში შეხვდა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც უკრაინას დახმარება აღუთქვა.

XS
SM
MD
LG