Accessibility links

logo-print

პაკისტანში სიკვდილით დასჯიან ტერორიზმისთვის მსჯავრდებულ 500-მდე ადამიანს


პაკისტანში მომავალ კვირებში სიკვდილით დაისჯება ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის მსჯავრდებული 500-მდე ადამიანი. ამ შინაარსის განცხადება 21 დეკემბერს გააკეთა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩაუდრი ნისარ ალი ხანმა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტმა უარყო შეწყალების თხოვნა, რომლითაც მას სიკვდილმისჯილებმა მიმართეს. პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა სიკვდილით დასჯაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა 17 დეკემბერს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თალიბმა ექსტრემისტებმა 140-ზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად ბავშვები, დახოცეს ქალაქ ფეშავარის ერთ-ერთ სკოლაში. პაკისტანში 2008 წლიდან მოქმედებდა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. უფლებადამცველები აკრიტიკებენ მის გაუქმებას.

XS
SM
MD
LG