Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი შეხვდა თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე სასაუბროდ. განცხადებაში, რომელიც თავისუფალი დემოკრატების ლიდერებთან მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილმა პარტიის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი პოზიციისა და ახალი ინიციატივების თაობაზე და მათ საკუთარი მოსაზრება გააცნო. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, თავისუფალი დემოკრატები ემხრობიან პრეზიდენტის წინადადებას, საქართველოში გაიმართოს საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც ამ საკითხებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე "პოლიტიკური კონსენსუსის ძიების" პროცესი გაგრძელდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით.

XS
SM
MD
LG