Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ უკრაინელ პილოტ ქალს


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც წინასწარი პატიმრობა 2015 წლის 13 თებერვალამდე გაუგრძელდა უკრაინელ პილოტ ნადია სავჩენკოს. 33 წლის სავჩენკო ივნისში, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიპყრეს სეპარატისტებმა, რის შემდეგაც ის რუსეთს გადასცეს. სავჩენკოს ბრალად უყენებენ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობას. სავჩენკო უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მას უკანონოდ ასამართლებენ რუსეთში. პროტესტის ნიშნად, სავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა 15 დეკემბერს. ადვოკატ მარკ ფეიგინის თქმით, მისი კლიენტის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული დაკავებიდან ექვსი თვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG