Accessibility links

logo-print

უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება


24-26 დეკემბერს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორგი რაუნდი გაიმართება რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ორშაბათს განაცხადა. შეხვედრის თარიღი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ორშაბათს შეთანხმდა. პოროშენკოს განცხადებით, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ შემდგომი ნაბიჯების აუცილებლობას, რაც მინსკში სექტემბრის პირველ რიცხვებში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

XS
SM
MD
LG