Accessibility links

logo-print

კუდრინი: რუბლის დევალვაცია მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება ნავთობზე ფასების ვარდნას


რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, სამოქალაქო ინიციატივების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი კუდრინი თვლის, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა რუბლის დევალვაციას მხოლოდ მეოთხედით განაპირობებს. „ინტერფაქსში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კუდრინმა განაცხადა, რომ ექსპერტთა საზოგადოება რუბლზე სანქციების ზეგავლენას სხვადასხვაგვარად აფასებს - 25-დან 40%-მდე. ალექსეი კუდრინის აზრით, რუბლის გაუფასურება დაახლოებით 5-10%-ით დოლარის კურსის სხვა ვალუტების მიმართ გამყარებამ განაპირობა. დანარჩენი ფაქტორები, კუდრინის აზრით, დაკავშირებულია „რისკებთან, მოლოდინებთან, შიშებთან“. რუბლის ვარდნა, მათ შორის, უკავშირდება უნდობლობას რუსეთის მთავრობის მიმართ, რომ ის გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს.

XS
SM
MD
LG