Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნისტი ინტერნეიშენალმა" გამოაქვეყნა ანგარიში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იეზიდი ქალების წამებაზე


23 დეკემბერს „ამნისტი ინტერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია ერაყის იეზიდი უმცირესობის ქალებისა და გოგოების მიმართ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა მიერ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტები. „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წევრებმა ისინი გასულ ზაფხულს გაიტაცეს. „ამნისტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში ეფუძნება „ისლამური სახელმწიფოს“ 40-ზე მეტ ყოფილ ტყვესთან ინტერვიუებს. იეზიდთა უმცირესობის წარმომადგენელი ათასობით ქალი და გოგო აგვისტოში შეიპყრეს, როცა „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა ქალაქი სინჯარი აიღეს. „ამნისტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშში აღწერილია ტყვე ქალების, მათ შორის - 10-12 წლის გოგოების გაუპატიურების, მათზე იძულებით ქორწინების, ერაყსა და სირიაში მათი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე გაყიდვისა და გაჩუქების ფაქტები. ზოგიერთმა ტყვემ გაუპატიურების შიშით თავი მოიკლა. ბევრი დატყვევებული აიძულეს ისლამი მიეღო.

XS
SM
MD
LG