Accessibility links

logo-print

უმაღლესი რადა იმსჯელებს უკრაინისთვის ბლოკგარეშე სტატუსის მოხსნაზე


23 დეკემბერს უკრაინის უმაღლესი რადა ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. დეპუტატები განიხილავენ ოთხ დოკუმენტს, რომლებიც უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებს. მათ შორის არის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 18 დეკემბერს დარეგისტრირდა. უმაღლესი რადის პროფილურმა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი პრეზიდენტის კანონპროექტს. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ პოროშენკოს წინადადება სრულად შეესაბამება უკრაინის ეროვნულ ინტერესებსა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას. ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გაიწვიონ თავიანთი კანონპროექტი. კანონი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსს, რადამ 2010 წლის 1 ივლისს მიიღო. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი თავის „ფეისბუკ“ გვერდზე გამოეხმაურა რადაში დაგეგმილ მოვლენას: „უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში გაგზავნა კანონპროექტი თავისი ქვეყნისთვის ბლოკგარეშე სტატუსის მოხსნაზე. არსებითად, ეს არის ნატოში შესვლაზე განაცხადი, რითაც უკრაინას აქცევს რუსეთისთვის პოტნეციურ სამხედრო მეტოქედ“.

XS
SM
MD
LG