Accessibility links

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მორიგი ტერაქტის საფრთხეზე მიანიშნა


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ტონი ებოტის თანახმად, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია. 23 დეკემბერს, ეროვნული უშიშროების კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ ებოტმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ეროვნული უშიშროების უწყებებმა დღეს მიანიშნეს, რომ მარტინის ქუჩაზე თავდასხმის შემდეგ გაზრდილია ტერორისტული საფრთხე“. მას არ განუცხადებია ტერორიზმის საფრთხის ხარისხის ბოლოდროინდელზე მეტად აწევაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ არსებობს მორიგი თავდასხმის საფრთხე და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG