Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქმედება დაგმეს გაეროს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე


ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის მიერ 24 ნოემბერს გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ გაეროს უშიშროების საბჭოს დეკემბრის შემაჯამებელ სხდომაზე დაგმეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ლიტვის წარმოამდგენლებმა. სხდომაზე გამოსვლისას გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ლაიალ გრანტმა აღნიშნა, რომ საქართველოს აფხაზეთის რეგიონთან რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება არის მოსკოვის სტანდარტული პოლიტიკის ნაწილი, სისტემატურად ჩაერიოს მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში და ხელყოს მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. „მსოფლიომ ხმა უნდა აღიმაღლოს, როცა ქვეყანა ასე უხეშად არღვევს საერთაშორისო საზღვრებსა და ნორმებს, და მათი დამცველი უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭო, როცა საქმე ეხება გაეროს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა ლაიალ გრანტმა.

XS
SM
MD
LG