Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიში: „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გატაცებული იეზიდი ქალები „შემზარავი“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან


უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ერაყის იეზიდი უმცირესობის წარმომადგენელი ქალები და გოგონები, რომლებიც ზაფხულში მონებად წაიყვანეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა, შემზარავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. 23 დეკემბერს გავრცელებული ანგარიში ეყრდნობა 40-ზე მეტ ყოფილ ტყვესთან ჩატარებულ ინტერვიუებს. ლონდონში განთავსებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტყვეებმა, მათ შორის 10-12 წლის გოგონებმა, გამოსცადეს წამება, გაუპატიურება, იძულებითი ქორწინება, ისინი გაყიდეს ან აჩუქეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს თუ მათ მომხრეებს ერაყსა და სირიაში. გაუპატიურების შიშით ტყვეების ნაწილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბევრ ტყვეს იძულებით მიაღებინეს ისლამი.

XS
SM
MD
LG