Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: აშშ-სთან ურთიერთობა „მოწამლულია“


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აშშ-ის კანონი, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამტკიცებს, ათწლეულების განმავლობაში „მოწამლავს“ კავშირებს ორ ქვეყანას შორის. ამავე დროს, მედვედევმა მწვავედ გააკრიტიკა უკრაინა იმისთვის, რომ მან უარი თქვა თავის ნეიტრალურ, არც ერთ ბლოკში შემავალ სტატუსზე. „ფეისბუქზე“ 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ ტექსტში მედვედევი ამბობს „ამ ორივე გადაწყვეტილებას ძალიან უარყოფითი შედეგები ექნება. ჩვენს ქვეყანას ამაზე რეაგირება მოუწევს.“აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 18 დეკემბერს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც მოსკოვს ახალ სანქციებს უწესებს უკრაინაში შესრულებული როლის გამო - თუმცა განაცხადა, რომ ამ ზომების მყისიერად ამოქმედების ბრძანებას არ გასცემს. მედვედევმა ამას უწოდა „ანტი-რუსული კანონი“ და განაცხადა, „ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში მოწამლული იქნებაო. მან მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ გასულ კვირაში ინიცირებული ზომა 2010 წელს მიღებული იმ კანონის გასაუქმებლად, რომელიც უკრაინას მიუმხრობელი ქვეყნის სტატუსს განუსაზღვრავდა. მედვედევის თქმით, „ეს, ფაქტობრივად, ნატოში შესვლაზე განაცხადია, რომელიც უკრაინას რუსეთის პოტენციურ სამხედრო ოპონენტად აქცევს.“

XS
SM
MD
LG