Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა „მიუმხრობელი ქვეყნის“ სტატუსის გაუქმებას


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ნეიტრალური, „მიუმხრობელი“ ქვეყნის სტატუსის გაუქმებას და კურსი ნატოსკენ აიღო, რაც რუსეთმა მყისიერად შერაცხა „არამეგობრულ“ ნაბიჯად. შესწორებას, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარუდგინა, მხარი დაუჭირა 303-მა დეპუტატმა 450 ადგილიან პარლამენტში. თანდართული დოკუმენტი, რომელიც ხსნის ცვლილებებს უკრაინის კანონში საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ამბობს, რომ „მიუმხრობელი ქვეყნის“ სტატუსი ქვეყანამ 2010 წელს მიიღო, მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პირობებში და ამან ქვეყანა დაასუსტა „გარეშე აგრესიის და ზეწოლის“ პირისპირ.იანუკოვიჩი თებერვალში დაამხეს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად. მის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა პრო-დასავლური მთავრობა, რომელიც თვეების განმავლობაში ლაპარაკობდა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებაზე. ამ სტატუსის გამო უკრაინა ვერ ავლენდა ძალისხმევას ნატოში გასაწევრიანებლად. კონფლიქტმა, რომელიც მთავრობის ძალებს და პრო-რუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში, აპრილის შემდეგ 4,700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეუთოში რუსეთის ელჩმა, ანდრეი კელინმა ამ ნაბიჯს უწოდა „არამეგობრული“ და განაცხადა, ეს ჩვენს ურთიერთობაში დამატებით პრობლემებს და დაძაბულობას გააჩენსო.

XS
SM
MD
LG