Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია „მაესტროდან“ წამოსულმა ჟურნალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს


23 დეკემბერს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახლახან ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვეს. „მაესტროს“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის, „ცხრიანის“ უკვე ყოფილი გუნდის განცხადებით, პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ტელევიზიაში ერთი კონკრეტული პირის, კერძოდ კოკა ყანდიაშვილის მისვლა და ეს პრობლემა ტელევიზიის კურსის რადიკალურ ცვლილებას უკავშირდება. ჟურნალისტების თქმით, მათ ტელევიზიის გაფართოებულ თათბირზე ყანდიაშვილის ფაქტორის გარდა გააპროტესტეს კიდევ ერთი საკითხი - კერძოდ, მათ უთხრეს, რომ ტელევიზიას უნდა გაეტარებინა ე.წ. „პროქართული“ იდეოლოგია. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, სოფო კვინტრაძის თქმით, სიტყვა“ პროქართული“ ნიღბავს სიტყვა „პრორუსულს“ და ეს იდეოლოგია ნიშნავს, რომ ტელევიზიას უნდა აეღო კურსი არა დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისაკენ.

XS
SM
MD
LG