Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში სეპარატისტმა მეამბოხეებმა ათობით ადამიანი დახოცეს


ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ასამის შტატის მოშორებულ სოფლებში სეპარასტიტმა მეამბოხეებმა სულ ცოტა 52 ადამიანი დახოცეს. ცნობების მიხედვით მოკლულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. ელიან, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. პოლიციამ თავდასხმაში ბოდოლენდის ეროვნულ დემოკრატიული ფრონტი დაადანაშაულა, რომელიც საკუთარი ეთნიკური ჯგუფისთვის დამოუკიდებელი ტერიტორიის მოპოვებას ცდილობს ასამის შტატში.

XS
SM
MD
LG