Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას გეგმავს


საქართველო მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებასაც იწყებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, პროცესში ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობო სექტორიც იქნება ჩართული. "სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება. ამას სჭირდება თანადგომა მთავრობის მხრიდან. პროცესში არასამთავრობო სექტორიც იქნება ჩართული და ის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG