Accessibility links

logo-print

სახელმწიფომ გასცა ოთხი კონფესიისთვის გამოყოფილი დაფინანსება


სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, კათოლიკურმა ეკლესიამ, მუსლიმთა და ებრაელთა თემებმა სახელმწიფოსგან გამოყოფილი დაფინანსება უკვე მიიღეს - განაცხადა დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ. მისი ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება, რომელიც საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას შეეხებოდა უკვე შესრულებულია და დასაფინანსებლად გამოყოფილი სახელმწიფოსგან გამოყოფილი დაფინანსება უკვე მიიღეს. მუსლიმური, სომხური, კათოლიკური და ებრაული თემების სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

XS
SM
MD
LG