Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სირიის თავზე „კოალიციის“ თვითმფრინავი ჩამოაგდეს


გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სირიის თავზე ჩამოაგდეს საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ის სარდლობით მოქმედ კოალიციურ ძალებს უნდა ეკუთვნოდეს. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, თვითმფრინავი 24 დეკემბერს ჩამოვარდა რაქაში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებულ დედაქალაქად ითვლება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ცნობაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის არაბი პილოტი შეპყრობილია და ის სავარაუდოდ იორდანიიდან უნდა იყოს, რაც დაადასტურა იორდანიის ხელისუფლებამ. სექტემბრიდან დაწყებული აშშ-ისა და არაბული ლიგის სახელმწიფოების ავიაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმირებების წინააღმდეგ საავიაციო იერიშებს ახორციელებენ სირიის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG