Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთის ახალ მისიაში მონაწილეობას


საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია დოკუმენტი, რომელიც ავღანეთში, ნატო-ს ახალი მისიის ფარგლებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას ითვალისწინებს. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით, ერთხმად მიიღო. ავღანეთში, ნატოს ახალ – "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" საქართველოს მონაწილეობის თაობაზე 2014 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებში გუშინ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა წარადგინა, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გააცნო. აღნიშნული ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, მომავალ მისიაში მონაწილეობა ორი დანაყოფით – ერთი ბატალიონით და ერთი ასეულით ჯამში 750 ჯარისკაცით მიიღოს. ქართული დანაყოფების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველო საკუთარ თავზე იღებს. მისია არასაბრძოლო სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათს ატარებს.

XS
SM
MD
LG