Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღირსება, როგორც პრობლემა და როგორც გამოსავალი


ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე

რამდენიმე თვის წინ თვთმფრინავში პოლონელი წყვილი გავიცანი,რომლებსაც საქართველოში მოგზაურობა ჰქონდათ გადაწყვეტილი.პირველ რიგში მათ ჩემი სამშობლოს არაჩვეულებრივი ბუნების,კუთხეების და ამ კუთხეებშიაუცილებლად სანახავი ადგილების შესახებ მოვუყევი, შემდეგ კი სამზარეულო, სუფრის ტრადიციებით ვაპირებდი გაგრძელებას,რომ არა მაგდას კითხვა : „დაცულია თუ არა ქალის უფლებები საქართველოში?“_პასუხს არ დალოდებია თვითონ გააგრძელა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარი. ეტყობოდა,რომ საქართველოში არსებულიმდგომარეობისშესახებ აქ ჩამოსვლამდე ბევრი ჰქონდა წაკითხულიც და მოსმენილიც.მაგდა ამ თემაზე საუბარს აგრძელებდა,არგუმენტებს და მაგალითებს არ იშურებდა ქალებისა და მათთვის შესაძლებლობების მიცემის მნიშვნელობის საჩვენებლად.საუბრის დროს კი მახსოვს ვიგრძენი, რომ ძალიან შემრცხვა.შემრცხვა იმ მდგომარეობის გამო რომელშიდაც ახლასაქართველოში მცხოვრები ქალების უმრავლესობაა,მახსოვს,ვიფიქრე,რომ სწორედ ეს მდგომარეობაგანვითარებულ სამყაროსთან ჩამორჩენილად წარმოგვაჩენს.

რამდენიმე კვირის წინ კვამე ენტონი აპიას წიგნი „ღირსების კოდექსი:როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები“ წავიკითხე,რის შემდეგაც ჩემს სირცხვილსა და მისგან გათავისუფლების საშუალებასაც სახელი მოვუძებნე _ მას ღირსება ჰქვია.

დიახ „ღირსება როგორც პრობლემა და როგორც გამოსავალი“

დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ,რომ საქართველოში არსებულ ტრადიციებისგან ერთ-ერთს აუცილებლად ჰქვია ქალთა მიმართ ძალადობა. რა არის ტრადიცია? _ ტრადიცია არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები.

თუ შევხედავთ და გავიმეორებთ,რომ საქართველოში გოგო და ბიჭი შვილი თანაბარი ქონებრივი უფლებებით არ სარგებლობენ,მთელი ქონების მესაკუთრე ავტომატრუად ხდება ბიჭი.თუ შევხედავთ და გავიმეორებთ,რომ კარგი ქალის მახასიათებელი აუცილებლად მამაკაცის მორჩილებაა.თუ შევხედავთ და გავიმეორებთ,რომ ქმრის მიერ ცოლის ღალატი პრობლემა არ არის,ხოლო ცოლის მიერ ქმრის ღალატის დროს ქალის მკვლელობა,ოჯახის ღირსების აღდგენის არგუმენტით გამართლებულია.თუ შევხედავთ და გავიმეორებთ,რომ კაცის ჭკუა მაინც სხვაა და ადამიანის არასრულფასოვნად აღქმაში მხოლოდ იმის შეტყობინებაც კი საკმარისია,რომ ის ქალია.თუ შევხედავთ და გავიმეორებთ,რომ ქალის ფინანსური და მენტალური დამოუკიდებლობა ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის როგორც მამაკაცის და შესაბამისად განათლებაზე ხელმისაწვდომობა მამაკაცისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. მაშინ უნდა ვაღიაროთ,რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს ტრადიციაა,რომელსაც ვიცავთ,ვუფრთხილდებით და თაობიდან თაობას გადავცემთ.

კვამე ენტონი აპია თავის წიგნში მოგვითხრობს რამდენიმე ტრადიციის შესახებ,რომელზედაც კაცობრიობამ უარისწორედ ღირსების სახელით განაცხადა. მათ შორის სამი კი აუცილებლად არის დუელი, ქალებისათვის ფეხების გადახვევა და მონობა.

როდესაც 19 საუკუნის ბოლოს ჩინელი რეფორმატორები ქალთა ფეხების გადახვევის ტრადიციის წინააღმდეგ იწყებდნენ ბრძოლას,ისინი მიამრთავდნენ შემდეგ არგუმენტს:ერის ღირსების შემლახველია ისეთი პრაქტიკის არსებობა ქვეყანაში,რომლის გამოც მთელი მსოფლიო სამშობლოს დაცინვით უყურებს. ჩინელი რეფორმატორები თავიანთ პრაქტიკასა და ტრადიაციას დასავლური ქვეყნების პრაქტიკას ადარებდნენ ღირსება კი ამ კონტექსტში სხვა არაფერია თუ არა ინსტრუმენტი დაწევისათვის.ესაა მოდერნიზაციის განხორციელების საშუალება,არსბეული კონტექსტი, გზა იმისათვის,რომ საკუთარი თავი გადალახო.ამ გარემოების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას,რომ გადამწყვეტი ამ შემთხვევაში მაინც ჩამორჩენილობის გაცნობიერებაა, რომელსაც მეორე ნაბიჯად მოსდევს ღირსებაზე აპელირება.

ღირსების საშუალებით ღირსების იმ გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლა,რომლებიც დროთა განმავლობაში,უღირსად იქცა.

თუ ჩვენ შევხედავთ დ ვაღიარებთ,რომ ქალთა მიმართ ძალადობის ტრადიცია გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროსთან,მაშინ როგორც აპია ამბობს,უკეთესია ჩავწვდეთ ჩვენს ბუნებას და ვმართოთ ის,ვიდრე გამოვაცხადოთ,რომ უმჯობესი იქნებოდა,სხვანაირი ვყოფილიყავით. ამისთვის კი საკუთარი ღირსების გრძნობაა საჭირო,რათა ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად სამართალი მოითხოვოთ იმ საზოგადოებაში,რომელიც იშვიათად სთავაზობს მას თქვენნაირ ადამიანებს.საჭიროა ჩვენ გვქონდეს ღირსების განცდა,რათა ჩაგვრას,ძალადობას უპასუხოთ არა მხოლოდ აღშფოთებითა და შურისძიების სურვილით,არამედ საკუთარი ქვეყნის შეცვლის მყარი განზრახვით.ამგვარი არჩევანი ნიშნავს სირთულეებთან შეჭიდებას და კანონზომიერია,რომ ნიშნავს ღირსეულად ცხოვრებას.

ბოლოს კი მინდა გირჩიოთ წაიკითხოთ კვამე ენტონი აპიას წიგნი“ღირსების კოდექსი,როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები“ და აუცილებლად გაეცნოთ „რადარამის“ მიერ ნათარგმნ წიგნებს, რომელიც ქართველ მკითხვეს საშუალებას გვაძლევს ჩავერთოთ მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიებში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG