Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანია ადასტურებს, რომ სირიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და პილოტი ექსტრემისტებმა შეიპყრეს


იორდანიის არმია ადასტურებს, რომ მისი ერთ-ერთი თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და პილოტი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა შეიპყრეს. 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში იორდანიის არმია აცხადებს, რომ პილოტი ტყვედ ჩავარდა ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე ქალაქ რაყაში, რომელიც ექსტრემისტების ბასტიონს წარმოადგენს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პილოტის უსაფრთხოებაზე და მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იორდანია აკისრებს ამ ჯგუფს და მის მომხრეებს. „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე ვებსაიტმა, რომელიც თავს რაყას მედია-ცენტრს უწოდებს, რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომლებზეც პილოტია გამოსახული. ამასთან, ფოტოებზე ჩანს იორდანიის სამხედროს ვინაობის დამადასტურებელი ბარათი, რომლის თანახმადაც დაკავებული 26 წლის მუათ საფი იუსუფ ალ-კასეასბეა. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი მათი ჩამოგდებულია. იორდანია მონაწილეობს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციაში, რომელმაც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელება სექტემბერში დაიწყო.

XS
SM
MD
LG