Accessibility links

logo-print

ხარკოვში აფეთქება მოხდა


ხარკოვის ცენტრში ხუთშაბათს ღამით აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. აფეთქების შედეგად, ჩაიმსხვრა ორი ფანჯარა და დაზიანდა შენობის კედელი. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს თანახმად, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცემა. თავის „ფეისბუკის“ გვერდზე გერაშჩენკომ დაწერა, რომ აფეთქება მოხდა ავეჯის მაღაზიის გვერდით მდებარე შენობაში, რომელიც ეკუთვნის ვიაჩესლავ დუდს - ხარკოვის ორგანიზაცია „ჰრომადსკა ვარტას“ მოხალისეს, რომელიც დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. მსგავსი ინციდენტი ხარკოვში პირველად არ მომხდარა. 9 ნოემბერს აფეთქება მოხდა როკკლუბ „სტენაში“, სადაც ბატალიონ „აზოვისთვის“ დახმარებას აგროვებდნენ. შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. 20 ნოემბერს ასაფეთქებელი მექანიზმი ამოქმედდა სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც უკრაინელი სამხედროები მკურნალობდნენ. 22 ნოემბერს უცნობმა პირებმა ააფეთქეს ვაგონი-ცისტერნა. 25 ნოემბერს აფეთქება მოხდა სამხედრო ნაწილში. 9 დეკემბერს ღამით პარკ „ახალგაზრდულში“ ააფეთქეს უკრაინის ამბოხებულ მეომართა მემორიალი.

XS
SM
MD
LG