Accessibility links

logo-print

„ეს შენ გეხებას“ ინიციატორებმა სიმბოლური საჩუქრები გაუგზავნეს პარლამენტის წევრებს


სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ინიციატორებმა სიმბოლური საშობაო საჩუქრები გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შსს-სთვის ფარული მოსმენის ე.წ. გასაღების დატოვებას. კამპანიის მონაწილეებმა დეპუტატები დაასაჩუქრეს მეხსიერების ბარათით, რომელზეცსაშობაო სიმღერებია ჩაწერილი. „ამ აქციით შევახსენებთ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონპროექტის მხარდაჭერით აიღეს და ვეუბნებით, რომ მოუსმინონ სიმღერებს და არა მოქალაქეებს“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. მისი ინფორმაციით, პარლამენტის წევრებს გაუგზავნეს სტიკერებიც წარწერით, "ნუ გვისმენთ, მოუსმინეთ ხალხის ხმას". სამოქალაქო კამპანიის მონაწილის, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, დღევანდელი საჩუქრებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დეპუტატებს შეახსენებენ, რომ ყველაფერი ახსოვთ. "გვახსოვს კარგიც, გვახსოვს ცუდიც და მეხსიერების ბარათი სწორედ ამის გამოხატულებაა, დეპუტატებს კი ვეუბნებით, რომ ცუდი კანონით დაცული არც თავად არიან“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

XS
SM
MD
LG