Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს ექსტრემისტების მიერ იორდანიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებას


აშშ-მა უარყო „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ სირიაში იორდანიის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება. ფ-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი 24 დეკემბერს დაიკარგა ისლამისტების საყრდენ ქალაქ რაქას მახლობლად. მალევე ექსტრემისტებმა გამოაქვეყნეს დატყვევებული პილოტის რამდენიმე ფოტო, რომელშიც მფრინავი იდენტიფიცირებულია, როგორ 26 წლის იორდანელი მუათ საფი უოსეფ ალ კასეასბე. ექსტრემისტები ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავი მათ რაკეტით ჩამოაგდეს. ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებით იორდანიის თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ ექსტრემისტებს. თუმცა, პენტაგონის განცხადებაში არც ის არის ნათქვამი, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის კატასტროფა.

XS
SM
MD
LG