Accessibility links

logo-print

სესიაშვილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გირაოთი გათავისუფლების იმედი აქვს


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს სასამართლო გირაოს შეუფარდებს. "მეც მაქვს სურვილი, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს წინასწარ პატიმრობაში არიან, გირაო შეუფარდონ. ამასთანავე ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებას თავის ინტერესი აქვს. იმედი მაქვს, მას შემდეგ რაც გამოძიება ძირითად საკითხებს გაივლის, მათ გირაო შეეფარდებათ", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან. პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები დაკავებულებს თავდებში უდგებიან. განცხადება დღეს დაპატიმრებულთა ადვოკატებმა გააკეთეს.

XS
SM
MD
LG