Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გლებ იაკუნინი - უფლებათადამცველი და დისიდენტი სასულიერო პირი


მოსკოვში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი უფლებათადამცველი, მღვდელი გლებ იაკუნინი. დისიდენტური საქმიანობის გამო გლებ იაკუნინს 1966 წელს რუსეთის ეკლესიამ „მონანიებამდე ჩამოართვა წირვის უფლება“. იაკუნინმა 5 წელი გაატარა საბჭოთა პოლიტპატიმართა ბანაკში, შემდეგ კი ორი წელი იმყოფებოდა გადასახლებაში. 1990 წელს გლებ იაკუნინი რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატად აირჩიეს და სინდისის თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა. ამის გამო რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მას ჩამოართვა მღვდლის წოდება. გლებ იაკუნინის გარდაცვალების მიზეზად მძიმე ავადმყოფობა სახელდება.

XS
SM
MD
LG