Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო მიწას მიაბარეს


უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მოხალისე ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი ქუთაისში დაკრძალეს. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ასევე უკრაინიდან ჩამოსული მისი მეგობრებიც ესწრებოდნენ. "სულით პატრიოტი იყო და უკრაინელ სამხედროებთან ერთად იბრძოდა. იმ დღეს, შეტაკება როცა მოხდა, ალეკომ სცადა მისი მეგობრის გადარჩენა, თუმცა მტრის ტყვიამ ორივე შეიწირა. ყველა უკრაინელი მეგობარი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს", - განაცხადა გარდაცვლილი გრიგოლაშვილის ერთ- ერთმა მეგობარმა.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG