Accessibility links

logo-print

თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის 16 წლის სტუდენტი დააკავეს


თურქეთის პოლიციამ დააკავა 16 წლის სტუდენტი, რომელსაც ბრალად ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოანის შეუარცხყოფა ედება. სტუდენტს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ოთხშაბათს, ცენტრალური ანატოლიის ქალაქ კონიაში დააკავეს მას შემდეგ, რაც სტუდენტურ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და მმართველ პარტიას კორუფციასა და მექრთამეობაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG