Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა


სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისელი, 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი მოკლეს. "ინტერპრესნიუსის" ცნობით ის ქალაქ კობანისთან შეტაკებების დროს დაიღუპა. ისრაფილი ცათიაშვილების ოჯახის მეორე წევრია, რომელიც სირიაში მოკლეს. ერთი თვის წინ იქ მისი ძმა, 21 წლის ზელიმხანი დაიღუპა. წელს სირიაში უკვე მერვე პანკისელი მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG