Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა ტელევიზიები „სიცრუის ტირაჟირებაში“ დაადანაშაულა


ჩვენ ტელევიზიებს რეალურად უნდა დავარქვათ სააკაშვილი, რადგან ხშირ შემთხვევაში, სიცრუის ტირაჟირებას ახდენს უმრავლესობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ტელევიზიების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციას ავრცელებს. პრემიერის თქმით, მთავრობა სიცრუეს სიმართლით უნდა დაუპირისპირდეს. "ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე. ჩვენი მთავარი საყრდენი უნდა იყოს სიმართლე. ჩვენ თუ ვართ და ვიქნებით მართლები, ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საჭიროა. ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დალაგდება. ამას ვეუბნები მინისტრებსაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG