Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ სამხედროებს ავღანეთში საბრძოლო მისიის დასრულება მიულოცა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დასრულებულად გამოაცხადა ავღანეთში 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაცია, ამერიკელი ჯარისკაცების მისამართით წარმოთქმულ ქრისტეშობის სადღესასწაულო მილოცვაში. ჰავაიში სამხედრო-საზღვაო ძალების კორპუსში ყოფნის დროს, ობამამ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლმა და თავდადებამ უფრო მშვიდობიანი გახადა სამყარო. აშშ-ი და ნატო წლის ბოლოს სამხედრო ძალის უდიდეს ნაწილს გაიყვანენ ავღანეთიდან, სადაც მომავალ წელს წვრთნისა და მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის 13.500 ჯარისკაცის დატოვება იგეგმება. მათ შორის იქნება 750 კაციანი ქართული ქვედანაყოფიც.

XS
SM
MD
LG