Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიაში ინდოეთის ოკეანეში მომხდარ დამანგრეველი ცუნამის წლისთავს აღინიშნავენ


ინდოეთის ოკეანეში მომხდარი დამანგრეველი ცუნამის მეათე წლისთავს აზიის ქვეყნებში სამგლოვიარო ღონისძიებებით აღნიშნავენ. 2004 წლის 26 დეკემბერს უძლიერესი წყალქვეშა მიწისძვრით გამოწვეული სტიქიის შედეგად უზარმაზარი ტალღები ეკვეთა ინდონეზიის, შრი ლანკის, ინდოეთისა და ტაილანდის სანაპიროებს. ყველაზე მეტად სტიქიისაგან დაზარალდა შრი ლანკის პროვინცია აჩეხი, სადაც ათობით სოფელი გაცამტვერდა. პარასკევ დილით ათასობით ადამიანი შეიკრიბა პროვინციის მთავარ მეჩეთში, სადაც ცუნამის მსხვერპლთა პანაშვიდი გაიმართა. ჩრდილოეთ ტაილანდში კი ადამიანებს ყვავილები მიაქვთ ხსოვნის კედელთან, რომელზეც სოფელ ბან ნამ ხეში დაღუპული ადამიანების გვარებია ამოტვიფრული.

XS
SM
MD
LG