Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის დაპატიმრებული სტუდენტი გაანთავისუფლეს


თურქეთის პოლიციამ წინასწარი დაკავების საკნიდან გაათავისუფლა 16 წლის სტუდენტი, რომელსაც ბრალად ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოანის შეურაცხყოფა ედება. თუმცა, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გრძელდება მუხლით, რომელიც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის ოთხშაბათს, ცენტრალური ანატოლიის ქალაქ კონიაში დააკავეს მას შემდეგ, რაც სტუდენტურ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და მმართველ პარტიას კორუფციასა და მექრთამეობაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG