Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გადაიდო


ბელორუსიის ხელისუფლების ინფორმაციით 26 დეკემბრისათვის დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კიევსა და პრორუსულად განწყობილი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების წარმომდგენელთა შორის გადაიდო. ამ მოლაპარაკეებზე კიევი იმედოვნებდა ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმების მიღწევას, რაც ბოლოს მოუღებდა ბრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 24 დეკემბერს კიევმა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებმა პრორუსმა სეპარატისტებმა ტყვეთა გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს პრინციპით „ყველა-ყველაზე“. უკრაინის მხარე მზად არის გაათავისუფლოს 225 სეპარატისტი მებრძოლი, 150 უკრაინელი ჯარისკაცების სანაცვლოდ, რომლებიც მეამბოხეთა ტყვეობაში იმყოფებიან. ტყვეთა გაცვლა არის ერთ-ერთი შედეგი, რითაც დასრულდა 24 დეკემბერს მინსკში გამართული მოლაპარაკება საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG