Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდია ჯანელიძე: სააკაშვილის განცხადება ეროვნული ინტერსების საზიანოა


"ნაციონალური მოძრაობის" სურვილების დაკმაყოფილებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ 26 დეკემბერს განუცხადა, რითაც მისი გადადგომის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებას, რასაც საზოგადოების მხრიდან სამხედრო უწყების ხელმძღვანელობის კრიტიკა მოჰყვა, ჯანელიძე პირობას დებს, რომ ყველა, ვინც შეცდომა დაუშვა, თავისი დოზისა და ხარისხის შესაბამისად აგებს პასუხს. „თუ ვინმეს უნდა ვიღაცის დახვრეტა, ეს ასე ნამდვილად ვერ იქნება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. "ყოფილმა პრეზიდენტმა არასწორი განცხადება გააკეთა, რომელშიც ის მოუწოდებს ჩვენს ჯარისკაცებს, შეწყვიტონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური და წავიდნენ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ეს არის უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საზიანო განცხადება.“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო მოძმე უკრაინელ ხალხს მოძმე უკრაინელ ხალხს დახმარება და მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს „სწორი ფორმებითა და მექანიზმებით“, რათა ამან არ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები.

XS
SM
MD
LG