Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი პუტინთან „რაციონალური ურთიერთობის დამყარებას“ იმედოვნებს


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ მზად არის, მასთან შეხვედრას აზრი აქვს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ასეთი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, საუბარი უნდა შეეხოს არსებული ფორმატების ზემოთ მყოფ საკითხებს - ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების დაბრუნებას და სხვა თემებს. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი, მარგველაშვილის განცხადებით, პუტინი არის ქვეყნის ლიდერი, რომელთანაც ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს და შეეცადოს დაალაგოს ურთიერთობები. "პოლიტიკა რუსეთის მტრული და აგრესიულია და ეს ყველამ ვიცით. პუტინი არის ადამიანი, რომელთანაც იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე დამყარდება რაციონალური ურთიერთობა. ამ რაციონალური ურთიერთობის დალაგებამდე, არ მინდა არც გავაფუჭო ურთიერთობა ზედმეტის თქმით და არც ზედმეტად დავატკბო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG