Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფისის დახურვის შემდეგ გამომძიებლებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტების დაკითხვა დაიწყეს


პარასკევს რადიოს თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროში ჩატარებული ჩხრეკვისა და ოფისის დალუქვის შემდეგ, აზერბაიჯანის პროკურატურამ ბიუროს თანამშრომლებისა დაკითხვაზე გამოძახება დაიწყო. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორის ქენან ალიევის განცხადებით, ბიუროს ათობით შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელი გამოიძახეს პროკურატურაში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად. უმრავლესობა ადვოკატების თანდასწრების გარეშე პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს. ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“ დაგმო რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისში სამართალდამცველთა რეიდი, როგორც მედია პლურალიზმის ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი აზერბაიჯანში. დღესდღეობით სხვადასხვა ბრალდებით აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება 15-მდე ჟურნალისტი და ბლოგერი. მათ შორის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვმა.

XS
SM
MD
LG