Accessibility links

logo-print

პუტინმა რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა დაამტკიცა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ქვეყნის თავდაცვის დოქტრინის ახალ რედაქციას. ქვეყნის უშიშროების საბჭოს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ტექსტის თანახმად, რუსეთის ძირითად საგარეო საფრთხეებს განეკუთვნება ნატოს ძალისმიერი პოტენციალის ზრდა, „საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით“ ალიანსის „განსაკუთრებული გლობალური ფუნქციებით“ აღჭურვა და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოვება რუსეთის საზღვრებთან. ძირითად შიდა საფრთხედ კი ახალი დოქტრინის თანახმად, ქვეყნის ისტორიული, სულიერი და პატრიოტული ტრადიციების ძირის გამოთხრის მიზნით მოსახლეობაზე საინფორმაციო საშუალების ზემოქმედებას ცხადდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დასაცავად რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენება შეუძლია.

XS
SM
MD
LG