Accessibility links

მთავარ პროკურატურაში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებს შეისწავლიან


მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ახალი სამმართველო, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე რეაგირების საკითხებზე იმუშავებს, - უახლოეს ხანში შეიქმნება. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამმართველოს შექმნაზე მუშაობა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა განცხადება გუშინდელ პრესკონფერენციაზე გააკეთე, უკვე დაწყებულია.
"პროკურატურაში უკვე დაიწყო და უახლოეს ხანებში შეიქმნება ის სამმართველო, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე პატიმრების თუ სხვა პირთა მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება. ეს სამმართველო აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტურად და სწრაფად მოახდენს რეაგირებას", – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ვინ უხელმძღვანელებს სამმართველოს, მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რომ მის მუშაობაში უწყების თანამშრომლები ჩაერთვებიან.

XS
SM
MD
LG