Accessibility links

ლუკაშენკო განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც იმუშავებს


ბელორუსიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც იმუშავებს. ამის თაობაზე ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სახელმწიფო მეთაურის საიტზეა განთავსებული. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან მოხსნა. მიხაილ მიასნიკოვიჩის ნაცვლად, რომელიც პრემიერ-მინისტრად 2010 წლიდან მუშაობდა, მინისტრთა კაბინეტს ანდრეი კობიაკოვი, ლუკაშენკოს ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. ბელორუსიის ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის ანატოლი ლაიბედკას შეფასებით, ლუკაშენკოს მიერ პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გადაყენება ხელისუფლების ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის სრული კრახით არის განპირობებული.

XS
SM
MD
LG