Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომძიებლებმა რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს რამდენიმე თანამშრომელი ძალით წაიყვანეს დაკითხვაზე


რადიოს თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროში ჩატარებული ჩხრეკვისა და ოფისის დალუქვის შემდეგ, აზერბაიჯანის პროკურატურის გამომძიებლებმა პოლიციის ძალით დაიწყეს ბიუროს თანამშრომელთა დაკითხვაზე მიყვანა. კამრან მაჰმუდოვი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დღის შოუს წამყვანი დაკითხვაზე 28 დეკემბერს სახლში მიმავალი, გზიდან იძულებით წაიყვანეს. პოლიციამ დააკავა ასევე ჩინგიზ სულთანოვი, აზერბაიჯანული ბიუროს რუსულენოვანი საიტის რედაქტორი და ოფისის დამლაგებელი ატანატ აბდინოვა. რადიოს თანამშრომლები მოგვიანებით კრიმინალური პოლიციის დანაყოფმა მიიყვანა პროკურატურის ოფისში. დაკითხვაზე ძალის გამოყენებით სულ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის 12 თანამშრომელი მიიყვანეს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ადვოკატს პროკურატურაში განუცხადეს, რომ მას ჩამოართვეს უფლება, იყოს რადიო თავისუფლების დამცველი, რადგან გამომძიებლებს მის მიმართაც აქვთ შეკითხვები.

XS
SM
MD
LG