Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობა გმობს ბაქოს ბიუროს თანამშრომლებზე ზეწოლას


რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული ბიუროს თანამშრომელთა იძულებით წაყვანას დაკითხვაზე „უპრეცედენტო“ უწოდა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა აღმასრულებელმა პირმა ნენად პეიჩმა. რადიოს თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროში ჩატარებული ჩხრეკვისა და ოფისის დალუქვის შემდეგ, აზერბაიჯანის პროკურატურის გამომძიებლებმა პოლიციის ძალით დაიწყეს ბიუროს თანამშროლეთა დაკითხვაზე მიყვანა. კამრან მაჰმუდოვი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დღის შოუს წამყვანი დაკითხვაზე 28 დეკემბერს სახლში მიმავალი, გზიდან იძულებით წაიყვანეს. პოლიციამ დააკავა ასევე ჩინგიზ სულთანოვი, აზერბაიჯანული ბიუროს რუსულენოვანი საიტის რედაქტორი და ოფისის დამლაგებელი ატანატ აბდინოვა. „აზერბაიჯანის პოლიცია ჩვენი რადიოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ტერორიზებას ახდენს“, - განაცხადა ნენად პეიჩმა.

XS
SM
MD
LG