Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსი ოპოზიციონერი ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას „ფინანსური კრახით“ ხსნის


27 დეკემბერს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ფინანსური და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები. მიხაილ მიასნიკოვიჩის ნაცვლად, რომელიც პრემიერ-მინისტრად 2010 წლიდან მუშაობდა, მინისტრთა კაბინეტს ანდრეი კობიაკოვი, ლუკაშენკოს ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ანატოლი ლიაბედკას შეფასებით, ლუკაშენკოს მიერ პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გადაყენება „ხელისუფლების ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის სრული კრახით არის განპირობებული“.

XS
SM
MD
LG