Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. სახელმწიფო მეთაურის პოსტისათვის იბრძვის ოთხი კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი, რომელიც ფავორიტია. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურში გასვლის შანსი აქვს ხორვატიის კონსერვატიული პარტიის ლიდერ ქალს კოლინდრა გრაბარ-კიტაროვიჩს, პოპულარულ პოლიტიკოსსა და სამართლის პროფესორს, რომელმაც ფორტეპიანოზე ბეთჰოვენის „სიხარულის ოდა“ შეასრულა 2013 წელს, როდესაც ხორვატიას ევროკავშირში ღებულობდნენ.

XS
SM
MD
LG