Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტი: თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოვარდნილია


ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტი იუსუფ კალა აცხადებს, რომ მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოვარდნილი იყოს. თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, რადარების ეკრანიდან 28 დეკემბერს, მას შემდეგ გაქრა, რაც რათა ცუდი ამინდის თავის დასაღწევად მფრინავებმა მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის ნებართვა ითხოვეს. აირაზიას კუთვნილ საჰაერო ხომალდში 162 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა ინდონეზიელია. თუმცა ხომალდში ასევე იმყოფებოდნენ სინგაპურის, მალაიზიის, სამხრეთ კორეისა და საფრანგეთის მგზავრები. ეს უკვე ასეთი მესამე საჰაერო ინცინდენტია, რომელიც მალაიზიას უკავშირდება. ჩამოწოლილი სიბნელის გამო მაშველებმა შეაჩერეს რეისის დროს გაუჩინარებული მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.

XS
SM
MD
LG