Accessibility links

logo-print

რადიო თავისუფლების 12 თანამშრომელი დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს


რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს 12 თანამშრომელი, რომლებიც პროკურატურაში 28 დეკემბერს დაკითხეს, ყოველგვარის ბრალდების გარეშე გაანთავისუფლეს. ბაქოს ბიუროში ჩატარებული ჩხრეკვის, დოკუმენტაციისა და ფაილების წაღების, ოფისის დალუქვის შემდეგ, ჟურნალისტების დაკითხვაზე დაბარება ეს აზერბაიჯანში ბოლო ხანს მედიაზე მომხდარი ზეწოლის ბოლო ფაქტია, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა საზღვარგარეთ. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული ბიუროს თანამშრომელთა იძულებით წაყვანას დაკითხვაზე „უპრეცედენტო“ უწოდა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა აღმასრულებელმა პირმა ნენად პეიჩმა. „აზერბაიჯანის პოლიცია ჩვენი რადიოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ტერორიზებას ახდენს“, - განაცხადა ნენად პეიჩმა.

XS
SM
MD
LG